კონფერენცია „საბჭოთა კავშირის დაშლა და პოსტსაბჭოთა სივრცის ტრანსფორმაცია: ორი ათწლეულის გამოცდილება“

                                

 

24 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტი და პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:

 

„საბჭოთა კავშირის დაშლა და პოსტსაბჭოთა სივრცის ტრანსფორმაცია: ორი ათწლეულის გამოცდილება“

 

კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომები სსრკ-ის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის პროცესის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების შესახებ.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა (ბაკალვრი/მაგისტრი) და კონფერენციის თემატიკით დაინტერესებულ მკვლევარებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, 13 დეკემბრამდე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

1. სახელი, გვარი;
2. მოხსენების სათაური;
3. მოხსენების ანოტაცია (მაქსიმუმ 300 სიტყვა);
4. მიმართულება (სტუდენტის შემთხვევაში);
5. კურსი (სტუდენტის შემთხვევაში);
6. საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი).

 

კონფერენციის მონაწილეები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი ანოტაციების მიხედვით. ყურადღება მიექცევა იმ ნაშრომებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული პრობლემების გადაჭრის ახალ გზებსა და ორიგინალურ ჰიპოთეზებს შემოგვთავაზებენ.

 

შერჩეულმა კანდიდატებმა დასრულებული ნაშრომი უნდა წარმოადგინონ 24 დეკემბრამდე.

 

საბოლოო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. ავტორისეული ხედვა;
2. გამართული სტრუქტურა;
3. ლოგიკური მსჯელობა;
4. არგუმენტირების უნარი;
5. ბიბლიოგრაფია.

 

ტექნიკური დეტალები:

 

1. AcadNusx 12;
2. 1,5 დაშორება;
3. მინდორი: მარცხნიდან - 2 სმ; მარჯვნიდან - 2 სმ; ქვემოდან - 2,54 სმ; ზემოდან - 2,54 სმ;
4. 1500-2000 სიტყვა.

 

ანოტაცია და საბოლოო ნაშრომი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@cpss.ge

 

მეორე ეტაპზე გასული მონაწილეები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს და გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

საუკეთესო ნაშრომები გამოიცემა პუბლიკაციის სახით და განთავსდება პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის ვებ-გვერდზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: info@cpss.ge


საკონტაქტო პირები:

 

ეკატერინე დანელია - მობ: 558 137 877,  ელ-ფოსტა: edanelia@cpss.ge

ივანე ბაძაღუა - მობ: 555 699 501,  ელ-ფოსტა: ibadzaghua@cpss.ge

 

 

 

All Rights Reserved © 2011